ჩინელმა ღამუერა შეჭამა და უმუშევარი დარჩი ?

ჩინელმა ღამუერა შეჭამა და უმუშევარი დარჩი ?

ყველაფერი დაიწყო ასე:

რამდენიმე თვის წინ, ერთმა არც ისე ვეგეტარიანელმა ჩინელმა ცივად მოხარშული ღამურა მიირთვა, რამაც მსოფლიო შეშალა. სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს, შეწყდა საჰაერო რეისები, დაიხურა  ყველა ტიპის წარმოება და სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა. ერთი შეხედვით საქართველოს გაუმართლა, რადგან არ მოგვიწია წარმოების გაჩერება (რაც არ გვაქვს რას გავაჩერებდით ?!) , მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად შეწყდა ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში.

და გაგრძელდა ასე:

თუ არ არის ტურისტი არ არის ტურიზმის ინდუსტრია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენდა. პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ყველა მოქალაქე დამოკიდებულია ტურისტულ ბიზნესზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით შეეხო ყველა ეკონომიკის სფეროს და ისედაც არც ისე ცოტა უმუშევარს, კიდევ ბევრი სამსახურ დაკარგული ადამიანი შეუერთდა.

რა უნდა გავაკეთოთ ?

როგორც ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ახლაც ბუნების მარტივი კანონი მუშაობს. გადარჩება და განვითარდება ის, ვინც შეძლებს მარტივად შეეგუოს ახალ გარემო პირობებს. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ვისხდეთ და ველოდოთ როდის გამოსწორდება სიტუაცია. პირიქით, გაორმაგებული ძალებით უნდა ვეცადოთ გადავეწყოთ ახალ რეალობაზე. მაგალითისთვის, თუ თქვენ გიდად მუშაობდით და უცხო ენებს კარგად ფლობთ, შეგიძლიათ დროებით რეპეტიტორად ან თარჯიმნად იმუშაოთ იმის მაგივრად, რომ ელოდოთ ტურისტების ახალ ნაკადს. მაგრამ, რა უნდა ვქნათ თუ არც ამ გაუგობრობამდე გვქონდა სამსახური ? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, თუმცა მაინც არის გამოსავალი. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაშიც, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს კრიზისმა ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. გაჩნდა პატარა სამკერვალოები სადაც პირბადეებს ამზადებენ, შეგიძლიათ რამდენიმე თვეში შეისწავლოთ საქმე და დასაქმდეთ რომელიმე პატარა ატელიეში. კარანტინმა ასევე ნათლად დაანახა ბიზნესის მფლობელებს ვებ-გვერდების ქონის აუცილებლობა, რამაც შემდგომ პერიოდში საკმაოდ გაზარდა მოთხოვნა ვებ პროგრამისტის პროფესიაზე. თუ გონება გიჭრით, სირთულეები არ გაშინებთ და ტექნოლოგიებს ადვილად ითვისებთ შეგიძლიათ სულ რაღაც 6 თვეში დაეუფლოთ ამ მოთხოვნად პროფესიას, თუნდაც აქ "პროგრამირების კურსები". რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენს მონდომებაზე, სურვილზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც არ უნდა გიჭირდეთ ყოველთვის გახსოვდეთ "თუ დანებდებით უკეთესად ვერ იქნებით".

ბოლოს შევაჯამოთ :)

თუ თქვენს უმუშევრობას ღამურას აბრალებთ, არ გაგიჟებულხართ მართლაც მასეა და მაინც, მიუხედავად ამ დიდი გაუგბრობისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მოვერგოთ ახალ რეალობას, უფრო მეტად ვიზრუნოთ პიროვნულ განვითარებაზე და დრო არ დავკარგოთ უქმად. 

ყველას გისურვებთ წარმატებას :)