ელ:ფოსტა: INFO@NEWJOB.GE
თუ ეძებ სამსახურს და არ იცი სად და როგორ შეიძლება დასაქმება მაშინ კარგად მოკალათდი ამ სტატიის წასაკითხად
დღეს შევეცდებით გიამბოთ ყველაფერი რაც შეეხება საქართველოში დასაქმებას, მოგიყვებით როგორ და სად შეგვიძლია საკუთარი უნარების განვითარება , კარიერული წინსვლა , სასურველ პოზიციაზე დასაქმება , მოკლედ ყველაფერს რაც გჭირდებათ
სანამ პროფესიას ავირჩევდეთ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: ანაზღაურება, შრომის პირობები , მოთხოვნა. მაგრამ ჩვენი აზრით მთავარი მაინც ის არის რისი კეთება გამოგდით ყველაზე მეტად და რისი კეთება განიჭებთ ბედნიერებას,
ბოლო წლების ტენდენციით საქართველოში დასაქმების ბაზარი საკმაოდ კონტრასტულია, როგორც ანაზღაურების ასევე სამუშაოს მოცულობის მხრივ , თუმცა რამდენიმე სფეროს გარდა სიტუაცია მეტად სავალალოა, შეიძლება ამას ობიექტური მიზეზებიც ქონდეს რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა ამ მოცემულობით დასაქმების ბაზარი საკმაოდ უსამართლოა ,
რათქმაუნდა ყველა დამსაქმებელი ცდილობს სამსახურში ისეთი კადრი აიყვანოს რომელსაც სამუშაო გამოცდილება და კარგი განათლება აქვს , რათქმაუნდა ეს პირდაპირპროპორციულად არ აისახება კომპანიის წარმატებაზე თუმცა , ეს უკანასკნელი დასაქმების მთავარი კრიტერიუმია,
როდესაც ადამიანი ამთავრებს სკოლას ან სასწავლებელს , აქვს მოცემულობა. მეტ ნაკლებად კარგი პირობებით და ანაზღაურებით დასაქმება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს , ვინაიდან ასეთ სამსახურში ითხოვენ როგორც გამოცდილებას ასევე შესაბამის განათლებას,
თუმცა არსებობს ერთი ჯადოსნული სიტყვა "სტაჟირება" , ლათინურად ნამდვილად არ ვიცით რას ნიშნავს მაგრამ, ქართულად მუხლჩაუხრელ შრომას ნიშნავს სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად, ასე რომ თუ მყარად დგახართ საკუთარ გზაზე და გადაწყვეტილი გაქვთ დასაქმება იმ პირობებით რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, მაშინ არც სტაჟირებამ უნდა შეგაშინოთ
სად მივიღოთ შესაბამისი განათლება?
საქართველო გამოირჩევა სასწავლებლებისა და კოლეჯების სიმრავლით , თუმცა ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ყველგან ერთნაირი სწავლების ხარისხია, ყველა სასწავლო დაწესებულებას სხვადასხვა მიმართულება აქვს ძლიერი , ამიტომ ჯობია თქვენი სპეციალობის მიხედვით შეარჩიოთ ის სასწავლო დაწესებულება რაც სამომავლოდ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას შეგძენთ , სასწავლო დაწესებულებები სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
დასაქმების რომელი სფეროა ყველაზე პერსპექტიული?
ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიებში, როგორც წინა წელს ახლაც საინფორმაციო ტექნოლოგიები ლიდერობს, რაც დრო გადის სულ უფრო მეტი კომპანია ზრდის იმ თანამშრომლების რიცხვს რომელთა პროფესიაც ციფრულ სამყაროს უკავშირდება, თუმცა შემოთავაზებულ სიაში რამდენიმე განსხვავებული სპეციალობაც მოხვდა
მაშ ასე ჩვენი სია ასე გამოიყურება:
დასაქმება და პროფესიული განათლება
საქართველოში სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული პროფესიული განათლება , ეს გამოწვეულია პროფესიულ სპეციალობებზე გაზრდილი მოთხოვნით , თავის მხრივ პროფესიული განათლება მიმზდველია დასაქმების მსურველთათვისაც ვისაც სურს პროფესია სწრაფად და ხარისხიანად შეიძინოს , დაწვრილებით პროფესიული განათლების შესახებ ეწვიეთ ბმულს
დასაქმებულების ანაზღაურება პროფესიების მიხედვით
გთავაზობთ დასაქმებულთა ანაზღაურებას პროფესიების მიხედვით
დაწვრილებით იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდი
დღეს დღეისობისთ სამსახურის მოძიების ყველაზე პოპულარული გზა ინტერნეტია , ქართულ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ვებ გვერდი არსებობს სადაც კომპანიები აქვეყნებენ საკუთარ ვაკანსიებს , თუ დროს და მონდომებას არ დაიშურებთ დარწმუნებული იყავით რომ ერთ დღესაც თქვენთვის სასურველ განცხადებას იპოვით და აიხდენთ იმ ოცნებას რასაც დასაქმება ქვია,
ისინი სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ მომხმარბლებს , და რათქმაუნდა მიწოდების ხარისხითაც განსხვავდებიან , ამ მხრივ საუკეთესო ვებ გვერდის არის jobs-ge.ge
მოცემულ საიტზე შესაძლებლობა გაქვთ ასევე შექმნათ რეზიუმე და გაზარდოთ დასაქმების შანსი ვინაიდან დამსაქმებელს თავად შეეძლება თქვენი მოძებნა,
შეჯამება
დღევანდელი სტატია რომ შევაჯამოთ მივხდებით რომ დასაქმება საქართველოში ადამიანური პირობებით არც თუ ისეთი უტოპიური ოცნებაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს უბრალოდ მეტი მონდომება და შრომა ჭირდება ჩვენი მხრიდან , დღეისთვის სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისთვის !
2020 ყველა უფლება დაცულია NEWJOB.GE