ელ:ფოსტა: INFO@NEWJOB.GE
ზოგადი მიმოხილვა
ვებ გვერდი NEWJOB.GE შეიქმნა 2019 წელს, დასაქმების სფეროში არსებული
მდგომარეობის გათვალისწინებით ვთვლით რომ დღეს დღეისობით არსებულ
საიტებს შორის მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ, ჩვენი
სერვისი თანაბრად არის მორგებული როგორც დამსაქმებელზე ასევე ვაკანსიის
მაძიებლებზე.
ჩვენი ხედვა & გამოცდილება
ჩვენ გუნდს ვებ გვერდების შექმნის, მისი მხარდაჭერის და განვითარების
მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ამიტომ ვფიქრობთ რომ შევქმენით
სწორედ ის პროდუქტი რომელიც ქართულ ბაზარს ესაჭიროება , პროექტზე
მუშაობისას ვეცადეთ შეგვექმნა მაქსიმალურად მარტივი და მოქნილი სისტემა ,
ყველა საჭირო ატრიბუტით რაც დამსაქმებელს კვალიფიციური კადრის მოძიებაში
დაეხმარებოდა და პირიქით , დიახ მეგობრებო "ყველაფერი გენიალური მარტივია"
ამიტომაც სულ რაღაც რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის რომ გამოაქვეყნოთ
განცხადება ანახოთ ის ათასობით პოტენციურ აპლიკანტს, თქვენი კომფორტისთვის
შევიმუშავეთ ფორმულა რითაც მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ რამდენი პროცენტით
ემთხვევა შემოსული რეზიუმე თქვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, ჩვენ თქვენი კომპანიის
იმიჯზეც ვიზრუნეთ და სრულიად უფასოდ გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ
საკუთარი კომპანიის პროფილი მიუთითოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენ
შესახებ, ატვირთოთ ლოგო, კომპანიის სახელით გამოაქვეყნოთ განცხადებები ,
მიიღოთ რეზიუმეები . ვებ გვერდზე განცხადების განთავსება შეგიძლიათ ორი
საშუალებით ( იხილეთ დაწვრილებით).
ჩვენ არც დასაქმების მსურველები დაგვიჩაგრავს :) მათთვის შევქმენით რეზიუმეს
(CV FORMA) რისი მეშვეობითაც შეძლებენ CV ების დაგზავნას სისტემის მეშვეობით,
ასევე დააღწევთ თავს საუკუნის პრობლემას "როგორ შევქმნათ რეზიუმე" რადგან
ჩვენი საიტი შესაძლებლობას გაძლევთ გადმოწეროთ იგი PDF ფორმატში.
მისია:
ჩვენი მიზანი არის დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის დაკავება ,
NEWJOB.GE იქნება მუდმივად განახლებადი , არასოდეს ჩამორჩება მომხმარებლების
მოთხოვნებს, დაემატება სხვადასხვა სახის მოდულები, მაგრამ არასდროს უღალატებს მთავარ
პრინციპს, სიმარტივეს და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
ჩვენი მომსახურება :
NEWJOB.GE არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას მოიძიონ
სასურველი კადრი, განცხადების გამოქვეყნების გზით.
იმისათვის რომ კომპანიებმა სწრაფად შეძლონ ვაკანსიაზე, რაც შეიძლება ბევრი რეზიუმეს მიღება
ჩვენს საიტს აქვს ფასიანი სერვისები. კომპანიას შეუძლია განათავსოს საკუთარი ვაკანსია რამოდენიომე კატეგორიაში (დეტალურად);
ჩვენი უპირატესობები:
1. ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი ადმინ-პანელი ;
2. ვაკანსიის განთავსების 2 გზა (როგორც ჩვენს მეილზე გადმოგზავნით ასევე
ადმინ პანელიდან შეიძლება ვაკანსიის განთავსება უმარტივესად);
3. ინტეგრირებილი გადახდის სისტემა ( მომხმარებელს შეუძლია თანხა
ბარათიდან გადაიხადოს სასურველი სერვისის შესაძენად, ასევე თავად
დააგენერიროს ინვოისი და ჩამოტვირთოს pdf ფორმატში);
4. ნებისმიერ პრობლემაზე სწრაფი რეაგირება / ინფორმირება;
5. სპეციალური შეთავაზების რომელიმე პაკეტის შეძენის შემთხვევაში, კომპანია
დაემატება ჩვენი პარტნიორების სიას. რომელიც განთავსებულია საიტის
მთავარ გვერდზე (განთავსდება კომპანიის ლოგო მათ საიტზე გადასასვლელ
ლინკთან ერთად რაც დამატებით გაზრდის კომპანიის ცნობადობას და
პოტენციური კლიენტების რაოდენობას) ;
6. მიუხედავად არსებობის მცირე დროისა ჩვენს საიტს საშუალოდ 1000-მდე
მომხმარებელი სტუმრობს დღეში;
7. ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვართ სოციალურ ქსელებში, ვფლობთ გვერდს 8000
მოწონებით და ჯგუფს 5500 წევრით ასევე მეგობარი ჯგუფებიც გყვყავს, ჯამში
ჩვენი facebook აუდიტორია 50 000 მომხმარებელს ითვლის და
ყოველდღიურად იზრდება (ჩვენ მზად ვართ ჩვენი სოციალური არხები
გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების საზოგადოებისთვის გასაცნობად);
2020 ყველა უფლება დაცულია NEWJOB.GE